Geo Flag Eng Flag

სიახლეები

"ევროპის უნივერსიტეტის" ყველა კურსის სტუდენტის საყურადღებოდ!

2017-09-12

"ევროპის უნივერსიტეტის" ყველა კურსის სტუდენტის საყურადღებოდ! პირველკურსელები საგნების არჩევას LMS-ის საშუალებით 13 სექტემბრის დღის ბოლომდე შეძლებენ.

მეორე, მესამე და მეოთხეკურსელთათვის LMS 15 სექტემბერს გაიხსენება და საგნების არჩევა/გადარჩევა 20 სექტემბრის დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
სწავლის საფასურის გადახდის აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ საგნების არჩევა შეძლოთ:
  • "ევროპის უნივერსიტეტში" 2016 წლამდე ჩარიცხულმა/მობილობით გადმოსულმა სტუდენტებმა, მათი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, სწავლის სემესტრული საფასურის 1/2 უნდა გადაიხადონ სემესტრის დაწყებიდან (25 სექტემბერი) არაუგვიანეს 10 დღისა.
  • ის სტუდენტები, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ/მობილობით გადმოვიდნენ 2016 წლის შემოდგომის/2017 წლის გაზაფხულის სემესტრებში, მათი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, სწავლის სემესტრული საფასურის 1/2 უნდა დაფარონ არაუგვიანეს 15 სექტემბრისა. 

 

"ევროპის უნივერსიტეტის" ყველა კურსის სტუდენტის საყურადღებოდ! L M S