Geo Flag Eng Flag

სიახლეები

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ქვიშის ფრენბურთში გამართულ ტურნირში იღებენ მონაწილეობას

2017-09-11

2017 წლის 9-15 სექტემბერს, "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ქვიშის ფრენბურთში გამართულ სტუდენტურ ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი დაბა ურეკში იმართება და მასში ჩვენი უნივერსიტეტის გუნდს მეგი მეტივიშვილი და ფიქრია ბანცური წარმოადგენენ.

10 სექტემბერს გოგონებს შორის გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც ერთმანეთის მეტოქეები "ევროპის უნივერსიტეტი" და "სპორტის უნივერსიტეტი" იყვნენ, ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. დაწინაურებული გუნდი დღეს "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ქალთა ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაინაურდა.

შეჯიბრება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ჩემპიონატის მიზანია, უმაღლეს სასწავლებელში მასობრივი სპორტული მუშაობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სტუდენტთა ფიზიკური განვითარება, მათი აქტიური დასვენების ხელშეწყობა და ქვიშის სათამაშო სახეობების პოპულარიზაცია. სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს შესაბამისი ხარისხის თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ქვიშის ფრენბურთში გამართულ ტურნირში იღებენ მონაწილეობას L M S