Geo Flag Eng Flag

სიახლეები

პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა

2017-12-05

2017 წლის 5 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის - ნახევარფინალისა და პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე თითოეულ მონაწილეს - შესაბამისი სერტიფიკატი, გამარჯვებულებს კი პრიზები გადაეცათ.

ღონიძიება, რომელიც საქართველოში უკვე მე-18-დ იმართება, წელს ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის ეგიდით ჩატარდა, ორგანიზატორი კი ევროპის უნივერსიტეტი იყო. ღონისძიების სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - თეოდორე ზარქუაა.

მსოფლიო შეჯიბრებაზე საქართველოდან მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიმა მიიღეს. მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩემპიონატის ჟიურის თავმჯდომარე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე კი ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მაია ხურცილავა იყო.

პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა

პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა L M S