Geo Flag Eng Flag

სიახლეები

პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უნივერსიტეტმა უმასპინძლა

2017-12-04

2017 წლის 4 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტმა „პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს“ უმასპინძლა. 3 დეკემბერს კი „პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი“  თბილისში, სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულსა და ალმათიში პარალელურად ჩატარდა.  აღნიშნული შეჯიბრება საქართველოში უკვე მე-18-დ იმართება, წლევანდელი შეჯიბრების ორგანიზატორი კი ევროპის უნივერსიტეტია. ღონისძიება ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის ეგიდით ტარდება და მისი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - თეოდორე ზარქუაა.

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად არის მიჩნეული. შეჯიბრებაზე საქართველოდან მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩემპიონატის ჟიურის თავმჯდომარე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ჰამლეტ მელაძე, ხოლო  ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე - ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -  მაია ხურცილავაა.

პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უნივერსიტეტმა  უმასპინძლა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უნივერსიტეტმა  უმასპინძლა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უნივერსიტეტმა  უმასპინძლა

პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უნივერსიტეტმა  უმასპინძლა L M S