Geo Flag Eng Flag

სიახლეები

პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უნივერსიტეტი უმასპინძლებს

2017-12-01

2017 წლის 3 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის - ნახევარფინალს და პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონიძიება საქართველოში უკვე მე-18-ედ იმართება. წელს ღონისძიება ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის ეგიდით ტარდება, ორგანიზატორი კი ევროპის უნივერსიტეტია. ღონისძიების სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - თეოდორე ზარქუაა.

მსოფლიო შეჯიბრებაზე საქართველოდან მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩემპიონატის ჟიურის თავმჯდომარე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე - ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მაია ხურცილავა, ღონისძიების სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - თეოდორე ზარქუაა.

პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უნივერსიტეტი უმასპინძლებს L M S