Geo Flag Eng Flag

სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტი“ სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღებას 26 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს

2017-08-31

"ევროპის უნივერსიტეტი" მაგისტრანტობის მსურველთათვის სამართლისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღებას 16 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს. 

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად:

მისაღები ადგილების რაოდენობა - 20.

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად: 

  • არანაკლებ სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია.
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა, ტესტის ტიპი - C.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა იმ სპეციალობაში რომლის არჩევასაც აპირებთ: სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი ან ადმინისტრაციული სამართალი.
  • გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული). იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, აღნიშნულ გამოცდას არ ჩააბარებთ.

მისაღები ადგილების რაოდენობა - 20.

გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება, შესამისი თარიღის შერჩევა კი თავად შეგიძლიათ.

პირველი ეტაპი: 15-16 სექტემბერი

  • უცხო ენის გამოცდა - 15 სექტემბერი, 16:00 სთ, 507 აუდიტორია.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში - 16 სექტემბერი, 16:00 სთ, 501 აუდიტორია.

მეორე ეტაპი: 27-28 სექტემბერი

  • უცხო ენის გამოცდა - 27 სექტემბერი, 16:00 სთ, 507 აუდიტორია.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში - 28 სექტემბერი, 16:00 სთ, 501 აუდიტორია.

სპეციალური პირობები მაგისტრანტობის კანდიდატთათვის:

  • სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი.
  • სასწავლო ცხრილის შემუშავებაში სტუდენტის სამუშაო განრიგის გათვალისწინება.

საპრეტენზიო განაცხადების მიღება 30 სექტემბრიდან  3 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ხელშეკრულების გაფორმება კი - არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. "ევროპის უნივერსიტეტის" სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური 2500 ლარია, რომლის გადახდაც 4 ეტაპადაა შესაძლებელი. აუცილებელია, რომ სწავლის საფასურის 1/4 ნაწილი 7 ოქტომბრამდე გადაიხადოთ იმისთვის, რომ საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი გახდეს.

რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის- დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • საგამოცდო ბარათის ასლი
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: გოჩა თუთბერიძე - gtutberidze@esu.edu.ge; მაია ხურცილავა - khurcilavamaia@gmail.com

სამართლის სამაგისტრო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: იოსებ კელენჯერიძე - ikelenjeridze@esu.edu.ge; მაია ხურცილავა - khurcilavamaia@gmail.com

„ევროპის უნივერსიტეტი“ სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღებას 26 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს L M S