Geo Flag Eng Flag

სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება

2017-06-08

2017 წლის 2-7 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში უკვე მეორედ ჩატარდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული  ილინოისის ურბანა-შამპანის უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსი ფინანსებში, კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტებისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცათ ილინოისის უნივერსიტეტის ელექტრონული სამკერდე ნიშნები. კურსს უძღვებოდა ილინოისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნენსი სკანელი.

ელექტრონული სამკერდე ნიშნები სტუდენტთა აკადემიური მიღწევების აღიარების ახალი სისტემაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ  ისეთი დიდი ამერიკული უნივერსიტეტები, როგორიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ილინოისის  ურბანა-შამპანის უნივერსიტეტი, პარდუს უნივერსიტეტი და სხვ. ასევე ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიცაა გუგლი, პიქსარი, ინტელი, მოზილა და ა.შ. სისტემა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს, ინფორმაცია მის მიერ მოპოვებული სამკერდე ნიშნების შესახებ განათავსოს საკუთარ რეზიუმეში, დასაქმების ფორუმებზე, პროფესიულ სოციალურ ქსელში, ხოლო დამსაქმებელი ბმულის მეშვეობით გადადის სამკერდე ნიშნის გამცემი ამერიკული უნივერსიტეტების საიტებზე, სადაც დეტალური ინფორმაცია არის მოცემული სტუდენტის მიერ გავლილი კურსის შინაარსის, პროფესორის, ადგილისა და კურსის სამკერდე ნიშნის თავისებურების შესახებ. საბოლოოდ, შეფასების ამ ახალი და მოქნილი სისტემის მეშვეობით, მნიშვნელოვნად იზრდება კურსდამთავრებულის განათლების აღიარებისა და დასაქმების შანსები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

ილინოისის ურბანა-შამპანის უნივერსიტეტი ფინანსურ მენეჯმენტში საკუთარ სტუდენტებს ამ ეტაპზე  სთავაზობს 5 კურსს შესაბამისი ელექტრონული სამკერდე ნიშნით, რომელთაგან ერთი  ფინანსური აქტივების უსაფრთხოების,  ზარალის თავიდან აცილების და  რისკების დაზღვევის კუთხით, უკვე მოიპოვეს   ჩვენმა სტუდენტებმა.

ევროპის უნივერსიტეტი ახლო მომავალში გეგმავს თანამშრომლობის გაღრმავებას ილინოისის უნივერსიტეტთან, სხვა ამერიკული საგანმანათლებლო კურსების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მეორე დიდი წარმატება L M S