Geo Flag Eng Flag

სიახლეები

მემორანდუმი ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის

2017-05-22

2017 წლის 22 მაისს ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის/მაგისტრატურის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ეთიკის კლინიკაში გაიარონ სწავლების პრაქტიკული კომპონენტი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ეთიკის კლინიკა შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისაგან. კლინიკაში საქმიანობის დაწყებამდე სტუდენტები გაივლიან სათანადო თეორიულ-ინტერაქტიულ კურსს იმ ძირითადი უნარ-ჩვევევბის ჩამოსაყალიბებლად, რაც მათ მისცემს საშუალებას დამოუკიდებლად გაართვან თავი კლინიკაში დაგეგმილ აქტივობებს. იურიდიული კლინიკით გათვალისწინებული პრაქტიკული კურსის დასასრულს მოეწყობა იმიტირებული პროცესი. კლინიკის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. კლინიკის გავლის შემდგომ სტუდენტს გამოუმუშავდება ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც შეესაბამება იურისტისთვის აუცილებელ მაღალ ეთიკურ სტანდარტებს.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სწავლებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხარს უჭერს USAID-PROLOG-ის პროექტი: ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება.“

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თანამშრომლობის სხვა გეგმებზეც შეთანხმდნენ.

მემორანდუმი ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის

მემორანდუმი ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის L M S