Geo Flag Eng Flag

სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშე ევროპის უნივერსიტეტში

2017-05-12

გასულ კვირას, 11 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მოწვევით, ევროპის უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშე, დემიან ვამპლერი ესტუმრა.

 შეხვედრის თემა იყო ამერიკული კომიკსები,როგორც ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილი. ვიზუალური მედიის ეს განსაკუთრებული სახეობა, ამერიკაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან გახდა პოპულარული, როცა საგაზეთო სიახლეების გადმოცემა კომიკსების სახით დაიწყეს. შემდგომში, მისი მრავალი ჟანრი გაჩნდა. დღეისათვის პოპულარული ბევრი ფილმი(მაგალითად “ბეტმენი”, “რკინის კაცი”, “სუპერმენი”) სათავეს სწორედ კომიკსებიდან იღებს.

შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა, სტუდენტები დაინტერესდნენ ამერიკული კომიკსის დღევანდელი მდგომარეობით, კინოფილმებისა და პოპულარული კომიკსების კავშირითა და პოლიტიკური კომიკსის ჟანრით.

ამერიკის საელჩო საქართველოში მრავალ საგანმანათლებლო პროექტს ახოციელებს. ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საელჩოსთან ამ მიმართულებით და მომავალშიც გეგმავს საინტერესო ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

Cultural Attache of the US Embassy to Georgia at European University Cultural Attache of the US Embassy to Georgia at European University

ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშე ევროპის უნივერსიტეტში L M S