Geo Flag Eng Flag

სიახლეები

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული ტრენინგ ცენტრი აცხადებს მსურველთა მიღებას ტურიზმის სპეციალობების შესასწავლად

2017-05-01

ტრენინგი -ტურიზმის გიდი

ტრენინგის მიზანია: მსმენელმა ინტერაქტიური ლექციების საშუალებით შეისწავლოს  თანამედროვე ტურიზმის ბიზნესის საფუძვლები, გაეცნოს ტურიზმის ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურას, ტურისტის  მაღალი დონის მომსახურების საშუალებებს, ინდივიდუალური და ჯგუფური მართვის მეთოდებს, დაეუფლოს გიდის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ჩვენებისა და თხრობის ხერხებს, ექსკურსიის ჩატარების მეთოდებს, პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

პრაკტიკული მეცადინეობები ჩატარდება ტურისტულ ობიექტებსა და ექსკურსიებზე!

 

ტრენინგი - ტუროპერირება.

მარტივი კომუნიკაცის უნარს პროფესიულ საკითხებზე,

ტრენინგის მიზანია მსმენელმა მიიღოს ინფორმაცია ტურისტული მარშრუტების შექმნასა და მოდელირებაზე. განავითაროს ტუროპერატორის ძირითადი უნარები - მოახერხოს მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა და ტურპაკეტად გარდაქმნა. საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე შეისწავლოს ტურისტული მარშრუტების მართვა.

ტრენინგი განკუთვნილია პოტენციური ტუროპერატორებისათვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას გეგმავენ.

ტრენინგი - ბიზნეს კომუნიკაცია რუსულ ენაზე.
ტრენინგის მიზანია: სტუდენტებმა შეისწავლონ რუსულ პროფესიულ ტექსტზე მუშაობის წესები, გიდისა და ტუროპერატორის პროფესიასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და რუსული ენის პრაქტიკული გამოყენება - მარტივი კომუნიკაცია პროფესიულ საკითხებზე, გრამატიკის წესები. ასევე, სტუდენტები შეიძენენ რუსულ ენაზე გიდის და ტუროპერატორის პროფესიასთან დაკავშირებული ტექსტების კითხვის და თარგმნის უნარს, გამოიმუშაოს რუსულად კომუნიკაცის უნარს პროფესიულ საკითხებზე, გრამატიკის წესების გამოყენების უნარს დონეების მიხედვით.
ტრენინგი - ბიზნეს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
სწავლების მიზანია მსმენელმა შეისწავლოს ტურიზმის ბიზნესში, მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, გიდისა  და ტუროპერატორისპროფესიასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, ინგლისურ ენაზე ტექსტის შედგენა, წაკითხვა, გადაცემა, მარტივი კომუნიკაცის უნარი პროფესიულ საკითხებზე.

ტრენინგების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მსმენელი მიიღებს ევროპის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის სერტიფიკატს.

ტრენინგების განრიგი:

  • პროგრამის ხანგრძლივობა :        12 კვირა
  • დაწყების თარიღი          -        12 ივნისი
  • ჩატარების დღეები         -         კვირაში ორჯერ
  • ჩატარების დრო            -         17.00 – 22.00

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

რეგისტრაციის პირობები:

რეგისტრაცია: 1 მაისიდან- 11 ივნის ჩათვლით 11:00სთ-დან 18: სთ-მდე

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია:

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ:+995 322 000 171;   მობ: +995593 396064;  571 508 508; ელ ფოსტა:info@esu.edu.gelolua.d@gmail.com

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზ. N 76.

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: 

ევროპის უნივერსიტეტი მიმღები ბანკი „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი: BAGAGE22, GE87BG0000000347729500

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული ტრენინგ ცენტრი აცხადებს მსურველთა მიღებას  ტურიზმის სპეციალობების შესასწავლად L M S