Geo Flag Eng Flag

სიახლეები

კარიერული დაგეგმარების და პროფესიული უნარების განვითარების საკონსულტაციო ცენტრი

2017-04-26

ძვირფასო მშობლებო თუ იცით იმის შესახებ  რა პროფესიის დაუფლებას ფიქრობს თქვენი შვილი? რომელ სფეროში შეძლებს  მოახდინოს საკუთარი რესურსის და პოტენციალის რეალიზებას? როგორი განათლებით და რომელი პროფესიის დაუფლებით შეძლებს მიიღოს მაღალანაზღაურებადი სამსახური?

ძვირფასო აბიტურიენტებო უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება რა პროფესიას დაეუფლებით ან რომელ სასწავლებელში ისწავლით? რა არის თქვენი ძლიერი მხარე? წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს მაგალითად იყო „მენეჯერ-ეკონომისტი“ და სად იმუშავებთ ასეთი განათლებით? გაშფოთებთ წინასაგამოცდო სამზადისი? ხართ სტრესულ მდგომარეობაში? გიჭირთ ოჯახის წერვრების დარწმუნება თქვენი არჩევანის სისწორეში?

ძვირფასო სტუდენტებო იცით თუ არა სად იმუშავებთ უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ? როგორ მოიპოვოთ თქვენთვის სასურველი სამსახური? საიდან უნდა დაიწყოთ? დაიწყოთ თუ არა მუშაობა უკვე სწავლების პროცესში?​

ძვირფასო პროფესიონალებო გაჩნდა სურვილი შეცვალოთ სამუშაო ადგილი ან დასაქმების სფერო? საიდან უნდა დაიწყოთ? ან ღირს თუ არა საერთოდ დაწყება თავიდან?

ევროპის უნივერსიტეტის კარიერული და პროფესიული უნარების განვითარების ცენტრი დაგეხმარებათ: განსაზღვროთ პროფესიული და პიროვნული უნარები, გამოიკვლიოთ მათი შესაბამისობა თქვენს პროფესიულ არჩევანთან, სწორად დაგეგმოთ კარიერული სვლა, მოიხსნათ შფოთვა და სტრესი ეროვნული გამოცდების წინ, გქონდეთ ეფექტური კომუნიკაცია მშობლბთან და ოჯახის წევრებთან, სწორად მოახდინოთ საკუთარი თავის პრეზენტაცია და დაარწმუნოთ დამსაქმებელი იმაში, რომ სწორად თქვენ ხართ ის პროფესიონალი რომელსაც ეძებდა.

ჩვენს ცენტრში სპეციალისტები გამოირჩევიან დასავლური განათლებით, სისტემური მიდგომით, პროფესიული მეთოდოლოგიის ფართო სპეტრის გამოყენებით და გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ კონსულტაციებს,  აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მათ მშობლებს, ასევე, უკვე დასაქმებულ პროფესიონალებს, სამსახურის მაძიებელ პირებს, რომლებსაც სურთ შეიტანონ ცვლილებები საკუთარ პროფესიულ განვითარებაში.

ცენტრში მომართვა ხდება წინასწარი სატელეფონო ან ელექტრონული რეგისტრაციის გზით.

მიღების დღეებია:

სამშაბათი-10.00-15.00სთ

ხუთშაბათი-13.00-16.00სთ

პარასკევი - 14.00-17.00სთ

ცენტრი მოემსახურება უფასოდ სოციალურად დაუცველ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს!

დაგვირეკეთ და მობრძანდით!

მის.: თბილისი, გურამიშვილის 76. (აუდიტორია 501)

ტელ.:

(+995 32) 2 000 171;

(+995 32) 2 141 181;

(+995 32) 2 143 583;

(+995 596) 171 171;

 

 

კარიერული დაგეგმარების და პროფესიული უნარების განვითარების საკონსულტაციო ცენტრი L M S