Geo Flag Eng Flag

სიახლეები

შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში

2017-04-22

2017 წლის 21 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში სტუმრად მყოფმა აშშ-ს მოსამართლე მარკ სპეისერმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მინისტრმა კახი კახიშვილმა ამერიკელ მოსამართლეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული ცვილელები გააცნო. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარდა მასშტაბური რეფორმები, რომელთა მიზანი მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესება იყო. ამ მიზნით ბევრი საკანონმდებლო ცვილება იქნა განხორციელებული.

კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა აღარ გამოიყენება პენიტენციური დაწესებულებათა მართვის მეთოდად, მკვეთრად შემცირდა სიკვდილობის მაჩვენებელი, გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის აღსანიშნავია ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამები. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნამუშევრების რეალიზაციისათვის სპეციალური ონლაინ მაღაზია შეიქმნა, საიდანაც გაყიდული ნივთის საფასური მსჯავრდებულებს საკუთარ ანგარიშზე ერიცხებათ.

მოსამართლე მარკ სპაისერმა აღფრთოვანება გამოხატა საქართველოს სასჯელაღსრულებით სისტემაში განხორციელებული ცვილელებით. მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პროგრესული და სწრაფად განვითარებადი ქვეყნადაა და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენ მიერ გატარებული რეფორმებით. თქვენ მსჯავრდებულებს მიეცით იმედი, რომ ისინი უკეთესები გახდებიან და საზოგადოებაში მარტივად გაივლიან რესოციალიზაციას. შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო ფლორიდისა და საქართველოს გამოცდილებათა გასაზიარებლად. ვისაუბრეთ ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა საკითხებსა და დაწესებულებათა მართვის სხვადასხვა მეთოდებზე“, - აღნიშნა მარკ სპაისერმა.

შეგახსენებთ, რომ მარკ სპეისერი საქართველოში ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება. მან ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთკვირიანი სასწავლო კურსი წაიკითხა აშშ-ს კონსტიტუციაში.

შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში

შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში L M S