Geo Flag Eng Flag

სიახლეები

საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი

2017-04-18

ევროპის უნივერსიტეტში სპეციალური მოწვევით იმყოფება ქ. მაიამის (ფლორიდის შტატი, აშშ) მოსამართლე მარკ სპეისერი. იგი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ერთკვირიან ინტენსიურ სალექციო კურსს ჩაუტარებს აშშ-ს კონსტიტუციაში. ცნობილია, რომ აშშ-ს კონსტიტუცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში ამჟამად მოქმედ კონსტიტუციებს შორის. შესაბამისად, ქართველ სტუდენტებში აღნიშნული ლექციები მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია შედარებითი ანალიზის კონტექსტში. ბატონი სპეისერი ევროპის უნივერსიტეტში გასულ წელსაც იმყოფებოდა, მან სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე წაიკითხა ლექციები, მოეწყო შეხვედრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ბატონმა მარკმა ქართველი მოსამართლეების კითხვებს უპასუხა. შეხვედრა მოეწყო აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ბატონი სპეისერის ვიზიტი პენიტენციალურ დაწესებულებებში.

საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი

საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი L M S