Geo Flag Eng Flag

სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის წარმატება დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე

2017-04-14

14 აპრილს, დუბაის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე, რომელზეც  130 უნივერსიტეტი წარადგენს საკუთარ პროგრამებს და პირდაპირ ესაუბრება მათზე მრავალრიცხოვან ადგილობრივ აბიტურიენტსა თუ მათ მშობლებს, ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.

მედიცინის პროგრამამ, რომელიც კლასიკური ევროპული (კერძოდ, გერმანული) სამედიცინო სკოლის საუკეთესო ტრადიციებზეა დამყარებული, დიდი ინტერესი გამოიწვია გამოფენის სტუმრებში. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ დამატებითი საგანმანათლებლო სერვისებით, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ექიმის ჩამოსაყალიბებლად და საერთაშორისო შრომის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. ამ კუთხით, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის კავშირი გერმანულ საგანმანათლებლო და კლინიკურ დაწესებულებებთან, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ჩვენი სტენდის სტუმრებისთვის. საქართველოს, როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ევროპული ქვეყნის უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო, ასევე ერთ-ერთი მოტივაცია იყო ბევრი სტუმრისთვის, ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამებით დაინტერესებულიყვნენ.

დღის განმავლობაში ასევე დამყარდა საქმიანი კავშირები გაერთიანებული ემირატების რამდენიმე სამედიცინო და ზოგადი პროფილის უნივერსიტეტთან, შესაბამისად, ორივე მხრიდან გამოითქვა საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის სურვილი, რომელზეც აქტიური მუშაობა საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყება.

საქართველო და მისი საგანმანათლებლო სისტემა უფრო და უფრო პოპულარული ხდება ემირატებისა და ახლო აღმოსავლეთის მოქალაქეებისთვის, რაც უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონში  საგანმანათლებლო ჰაბად გადაქცევის პერსპექტივას, ხელშესახებად ქმნის.

ევროპის უნივერსიტეტის წარმატება დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე ევროპის უნივერსიტეტის წარმატება დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე ევროპის უნივერსიტეტის წარმატება დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე ევროპის უნივერსიტეტის წარმატება დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე ევროპის უნივერსიტეტის წარმატება დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე

ევროპის უნივერსიტეტის წარმატება დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე L M S