Geo Flag Eng Flag

სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი დუბაის საგანმანათლებლო გამოფენაზე

2017-04-13

ქართული უნივერსიტეტები უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში. მედიცინა, სტომატოლოგია და ტექნიკური მეცნიერებები, ძირითადად, ეს პროგრამები არის საინტერესო უცხოელი აბიტურიეტებისთვის. უცხოელ სტუდენტებს მოსწონთ ქვეყანა, მისი კლიმატი, ბუნება და კულტურა. შესაბამისად, უმაღლესი განათლების სფერო, ნელ-ნელა საერთაშორისო ხასიათს იძენს, რაც სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.

13 აპრილს, გაერთიანებული ემირატების ძირითად ეკონომიკურ ცენტრში, ქალაქ დუბაიში, დაიწყო საუნივერსიტეტო პროგრამების საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს პროგრამის “ისწავლე საქართველოში” (Study in Georgia) ფარგლებში. ქართულ სტენდზე, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო პირველივე დღეს, სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გასაუბრებოდნენ მომავალ სტუდენტებსა და მათ მშობლებს. გამოფენას მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც გამოფენის გახსნის დღიდან ესწრებოდა  ქართული კუთხის მუშაობას..

ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ გამოფენის მუშაობაში. პირველივე დღეს მოხერხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტის დამყარება და გამოფენის სტუმრებისთვის ევროპის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების უპირატესობების ახსნა.

უცხოელი სტუდენტებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კლინიკურმა ბაზებმა და პროგრამების საერთაშორისო აღიარებამ.

ევროპის უნივერსიტეტი დუბაის საგანმანათლებლო გამოფენაზე L M S