Geo Flag Eng Flag

სიახლეები

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტში

2017-04-10

დღეს, 10 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მოწვევით, ევროკავშირის ელჩი ბატონი იანოშ ჰერმანი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ვიზალიბერალიზაციის თემაზე სასაუბროდ.

შეხვედრაზე, რომელიც სტუდენტთა ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი, ელჩმა ისაუბრა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთანამშრომლობაზე. სტუდენტები დაინტერესდნენ ამ თანამშრომლობის სამომავლო ხასიათით. როგორც იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთმეგობრობისა და თანამშრომლობის გზაზე და ის სულ უფრო გაღრმავდება. ელჩმა ასევე უპასუხა სტუდენტთა კითხვებს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. იანოშ ჰერმანის აზრით, განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოს განვითარების პროცესში და მასში ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს.

ნაყოფიერი შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს. ევროპის უნივერსიტეტი, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე საგანმანთლებლო დაწესებულება, მომავალშიც გააგრძელებს დასავლური ღირებულებების და ინსტიტუციების შესახებ საინტერესო შეხვედრებს

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტშიევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტშიევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტშიევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტშიევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტშიევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტში

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტში L M S