Geo Flag Eng Flag

სიახლეები

სტრასბურგის სასწავლო კურსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში

2017-04-10

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ახორციელებს ინგლისურენოვან სასწავლო კურსს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში. ლექციები ჩატარდება 2017 წლის 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ევროპის უნივერსიტეტში (გურამიშვილის 76).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი.

პარტნიორი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი, ფონდი - რენე კასინი (საფრანგეთი), საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ:

  • სამართლის ექსპერტებს;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ოფიციალურ პირებს;
  • პროფესორებსა და მკვლევარებს;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებს;
  • აგრეთვე დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ადამიანის უფლებებში.

კურსს ორგანიზებას გაუწევს და კანდიდატებს შეარჩევს სტრასბურგის მხარე. გაიცემა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის სერტიფიკატი.

იხილეთ პროგრამა.

რეგისტრაცია

სტრასბურგის სასწავლო კურსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში L M S