Geo Flag Eng Flag

სიახლეები

მე-3 შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია

2017-04-05

კონფერენციის მიზანია  ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
კონფერენციის სამიზნე  ჯგუფი: ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები;
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა:
5 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით  უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
25 მაისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე studentconference@eu.edu.ge გადმოაგზავნონ საკონფერენციო თემები

  • კონფერენციის ფარგლებში იქნება შემდეგ სექციები:
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი 
  • ფილოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • მედიცინა

კონფერენცია სექციების მიხედვით გაიმართება 2- 3 ივნისს;
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
სექციის მიხედვით გამოვლინდება თითო საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორი მონაწილეობას მიიღებს კონფენციის დასკვნით ნაწილში და სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა პრიზი.
კონფერენციის დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 11 ივნისს ქ. ლაგოდეხში (კონფერენციის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტი); 
კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული.

საკონფერენციო თემა უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:

  • თემის სათაური;
  • სტუდენტ(ებ)ის - ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, ფაკულტეტი, საგანმანათლებლო პროგრამა, (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • რეზიუმე (ინგლისურ ენაზე);
  • ტექსტი მაქსიმუმ 4-6 გვ. (შესაძლოა შეიცავდეს შესავალს და დასკვნას);
  • საკონფერენციო თემა აკრეფილი უნდა იყოს A 4 ფორმატზე 1.5 ინტერვალით, ფონტის ზომა 12, ზედა და ქვედა არეები – 20-20 მმ, გვერდითი არეები – 30-30 მმ, შრიფტი Sylfaen, (ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომისათვის „Times New Roman“).
  • ტექსტი: Supply – Word, Word Perfect. ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ფაილად.
  • სქოლიო - შენიშვნები (ტექსტში გვერდების ბოლოს);
  • გამოყენებული ლიტერატურის სია  (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • მონაწილემ კონფერენციაზე პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოს PowerPoint-ში, გამოსვლის მაქსიმალური დრო 10 წუთი;
  • თითოეული გამოსვლის შემდეგ გაიმართება დისკუსია განხილული თემის გარშემო.

სქოლიო - შენიშვნები, გამოყენებული ლიტერატურა

  • სქოლიო (შენიშვნები - დამოწმებული ლიტერატურა, ასევე, ავტორისეული განმარტებები და მითითებები) უნდა განთავსდეს ტექსტში გვერდების ბოლოს (ქართულ ენაზე შრიფტი Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე „Times New Roman“), 1 ინტერვალით, შრიფტის ზომა 10. (სქოლიო ტექსტში უნდა მიეთითოს ციფრებით, ხოლო ავტორისეული შენიშვნები - განმარტებები ფიფქით).
  • სქოლიო (შენიშვნები) ტექსტში გვერდების ბოლოს უნდა დაიწეროს ლიტერატურისსავე ენაზე (მაგ. დავიდი რ., 1993. თანამედროვეობის ძირითადი სამართლებრივი სისტემები. გამომცემლობა განათლება, თბილისი გვ. 187.)
  • გამოყენებული ლიტერატურის სია (ანუ იმ ლიტერატურის სია, რომელიც სქოლიოში არ არის მითითებული, თუმცა სტუდენტი დაეყრდნო თემაზე მუშაობისას),  უნდა განთავსდეს სტატის ბოლოს (ქართულ ენაზე შრიფტი Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე „Times New Roman“, შრიფტის ზომა 10.) გვერდების მითითებების გარეშე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი შენიშვნების   შემდეგ.
  • თემას უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია. 

რეზიუმე

  • კეთდება ქართულ და ინგლისურ ენაზე, ინგლისურენოვან თემაში მხოლოდ ინგლისურ ენაზე; 
  • რეზიუმე მოკლედ და ზუსტად უნადა ასახავდეს თემის ძირითად შინაარსსა და  შედეგებს; 
  • სიტყვათა რაოდენობა 80- 120.

კონფერენციის მონაწილეები შეფასდებიან შედეგი კრიტერიუმებით:

  • დარგობრიცი ცოდნა
  • უცხოური ლიტერატურის გამოყენება
  • არგუმენტაციის უნარი
  • ნაშრომის აგების სტანდარტის დაცვა
  • კანდიდატის წარმომადგენლობა (ვიზუალური მხარე)
  • დისკუსია / დებატებში ჩართულობა

მე-3 შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია L M S