Geo Flag Eng Flag

ჩვენს შესახებ

სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს. ინსტიტუტი თავის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას, გამოსცემს სამეცნიერო ნაშრომებს სამართლის დარგში, ახორციელებს უცხოური სამეცნიერო სახელმძღვანელოების თარგმანს, მუშაობს სხვადასხვა სამართლებრივ პროექტებზე, თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების სამეცნიერო კვლევით და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების მიზნით.