Geo Flag Eng Flag

ბ ი ბ ლ ი ო თ ე კ ა

   ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა, შესვენების გარეშე დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე;

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მომსახურებას დადგენილი წესით.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს დაწესებულების მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ლიტერატურას. ბიბლიოთეკაში დაცულია ასევე ელექტრონული რესურსები, CD დისკები, სხვადასხვა პერიოდული გამოცემები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა.  

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება მუდმივად განახლებადი პროცესია. დაწესებულება უზრუნველყოფს ყოველი ახალი გამოცემული სახელმძღვანელოს შეძენას ჯანდაცვისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.  

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოგრაფიული მონაცემები  ასახულია დაწესებულების სერვერზე ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში ,,openbiblio”, რომელიც ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის  მომხმარებლისთვის.  აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს ელექტრონულ კატალოგში მოიძიოს და დაჯავშნოს სასურველი წიგნი.

ევროპის უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია ,,ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის’’ (eIFL) მონაწილეთა კონსორციუმის წევრად და უფლება აქვს გამოიყენოს საერთაშორისო ელექტრონული რესურსები. 

ამასთან, ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ჩართულია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში, რომელიც შესაძლებლობას ძლევს მკითხველს ისარგებლოს შემდეგი მონაცემთა ბაზებით:

  • EBSCO Publishing (http://search.ebscohost.com) არის ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების კოლექცია, რომელიც მოიცავს სტატიებს მეცნიერებისა და ბიზნესის ყველა სფეროში. ეს კოლექცია ასევე გამოირჩევა ძალზე მოხერხებული და ეფექტური საძიებლით. აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკიდან შესაძლებელია ტექსტების როგორც ონლინ რეჟიმში გაცნობა, ასევე სასურველი მასალების  გადმოწერაც.
  • BioOne (http://www.bioone.org/)  ხელმისაწვდომია ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკიხთებზე გახორციელებული სამეცნიერო კვლევები.
  •  Royal Society publishing (http://royalsocietypublishing.org/journals)  სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შედის რვა დასახელების მაღალი იმფაქტ- ფაქტორის მქონე ჟურნალები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებში და სხვა სფეროში.

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10–დან 18 საათამდე, შაბათს 10–დან 16 საათამდე.