Geo Flag Eng Flag

ევროპის უნივერსიტეტის მისია

ევროპის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ამოცანას წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით არსებული გამოწვევების შესატყვისი ღირებულებების მატარებელი სტუდენტის განსავითარებელად აკადემიური გარემოს შექმნა.

უნივერსიტეტის მისიაა, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების შეთავაზებით, შრომის ბაზართან და აკადემიურ სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საგანმანათლებლო ნოვაციების ამსახველი მოწინავე დარგების განვითარებით, საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ევროპული საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტში, ახალი ხედვის მატარებელ საგანმანათლებლო დაწესებულებად დამკვიდრება.

უნივერსიტეტის მოქმედი ამოცანაა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განახორციელოსსაბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.