Geo Flag Eng Flag

ჩვენ შესახებ

ევროპის უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წელს. დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების ევროპული მოდელის გამოყენებით, კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი სტუდენტების აღზრდაზე.

ევროპის უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გამოცდილი აკადემიური პერსონალითა და მოწვეული სპეციალისტებით, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ხარისხიან, ინოვაციაზე დაფუძნებულ სწავლებას. 

დაწესებულება სრულიადაა ორიენტირებული სტუდენტებზე, რისთვისაც, ხარისხიან განათლებასთან ერთად, საუნივერსიტეტო გრანტებსა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას.

ევროპის უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზით, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით და შესაბამისი პროგრამებისთვის აუცილებელი ინვენტარით, რაც ყველა პირობას ქმნის ხარისხიანი განათლების მიღებისთვის.

დაწესებულებაში სწავლობენ უცხოელი სტუდენტები, მათ შორის, უკრაინიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, პაკისტანიდან და ა.შ. მათთვის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სპეციალური სააგენტოს მომსახურებას, რომელიც უცხოელ სტუდენტებს ეხმარება დაბინავების, კვებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

დაწესებულება ახორციელებს აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:

  • მედიცინა
  • სამართალი
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები

ევროპის უნივერსიტეტს აქვს 2 სასწავლო კორპუსი თბილისში: გურამიშვილის გამზ. 76 და სარაჯიშვილის ქუჩა 17