Geo Flag Eng Flag

სტუდენტთა მობილობა

ევროპის უნივერსიტეტი მობილობას 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს. მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გააკეთოს შემდეგი: 

  • დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე, 18 იანვრის 12:00 საათიდან 1-ლი თებერვლის 18:00 საათამდე.
  • გადაიხადოს მობილობის საფასური, 40 ლარი, საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, 18 იანვრის 12:00 საათიდან 1-ლი თებერვლის 18:00 საათამდე.
  • ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 6 თებერვალს. 
  • ! დეტალური ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც უნდა გაიაროს მობილობის განხორციელების მსურველმა სტუდენტმა.

ევროპის უნივერსიტეტი - მაღალი ხარისხის განათლება, სტაჟირება ევროპასა და აშშ-ში, სტუდენტური ცხოვრება, კომფორტული გარემო, დასაქმება.

  1. ევროპის უნივერსიტეტი მობილობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე აცხადებს:
  • კომპიუტერული სისტემები და ქსელები
  • ფინანსები და საბანკო საქმე
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ტურიზმის ადმინისტრირება
  • პროგრამირება და ვებ-დეველომპენტი

       2. ევროპის უნივერსიტეტი მობილობას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე აცხადებს:

  • სამართალი
  • ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ურთიერთობები

       3. ევროპის უნივერსიტეტი მობილობას მედიცინის ფაკულტეტის შემდეგ ერთსაფეხურიან პროგრამებზე აცხადებს:

  • დიპლომირებული სტომატოლოგი
  • დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სწავლის საფასური შეადგენს 4500 USD ექვივალენტს ლარში

EU-ში ჩარიცხვის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსებაუნივერსიტეტში).
  • პირადობის მოწმობი სასლი.
  • სასწავლო ბარათი (დედანი).
  • ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი ან დედანი.
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის).
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის).
  • გამომშვები უნივერსიტეტიდან ამორიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.
  • 1 ფოტოსურათი 3X4, CD დისკთან ერთად.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენი facebook გვერდის მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 2 000 171.

ევროპის უნივერსიტეტი - განათლება ქმნის მომავალს!

L M S