Geo Flag Eng Flag

მედიცინის ფაკულტეტის შესახებ

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ მაღალ ინტერდისციპლინარულ პროგრამას, მაღალკვალიფიციურ ექიმებსა და სათანადოდ აღჭურვილ ბიბლიოთეკას. ჩვენ ასევე გვაქვს მჭიდრო კონტაქტები წამყვან უნივერსიტეტებთან და ვუზრუნველყობთ სტუდენტების საუკეთესო გამოცდილებას.

ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს ჩვენთან დახვდებათ მეგობრული გარემო და თანადგომა, სწავლა შესაძლებელი იქნება ყველა ენაზე. ჩვენი სასწავლო ობიექტები განლაგებულია ქალაქის ცენტრში, სადაც გვაქვს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვირტუალური კლინიკა. უნივერსიტეტს მალე ექნება მრავალ დისციპლინური საუნივერსიტეტო კლინიკა და სტუდენტური საცხოვრებელი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ დამატებით აქტივობებს, სადაც შედის სპორტი, ხელოვნება, ექსკურსიები და სხვა კულტურული ღონისძიებები. წარჩინებული სტუდენტები კი ზაფხულის პერიოდში მიწვეულნი იქნებიან ევროპის წამყვან კლინიკებში. ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს სათანადოდ, რათა მათ შეძლონ პაციენტის სწორი მკურნალობა და 21-ე საუკუნის ჯანდაცვის სისტემაში არსებული სტანდარტების დაკმაყოფილება. მადლობას გიხდით ჩვენი უნივერსიტეტის არჩევისთვის და გისურვებთ წარმატებას.

L M S