Geo Flag Eng Flag

მედიცინის ფაკულტეტის საბჭო

უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ახორციელებს ფაკულტეტის აკადემიური საქმიანობის დაგეგმვას,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი პროცესის მხარდაჭერას, აგრეთვე ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითრებას.

ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანოს  მიერ შერჩეული წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა შეადგენს  ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ერთ მეოთხედს.

ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წევრად ითვლება უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირი.

ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების  არჩევის წესი განისაზღვრება  უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის  დებულებით.

L M S