Geo Flag Eng Flag

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი

მამუკა ანდღულაძე

მამუკა ანდღულაძე

პროფესორი ევროპული სამართლის მიმართულებით

2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტი (მაგისტრთან გათანაბრებული). 2005-2007 წლებში სწავლას აგრძელებს გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის უნივერსიტეტში. 2011 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო თემა ,,კოლიზია მედიათავისუფლებასა და პირად არაქონებრივ უფლებებს შორის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით’’. 2013-2014 წლებში სწავლას იღრმავებს ციურიხის უნივერსიტეტის პოსტდოქტურანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე. 2008-2009 წლებში მუშაობდა ბრიუსელის ოფისში გერმანელ ადვოკატთა ასოციაციაში. ასევე ერიხ პომერის სახელობის პოტსდამის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები უცხოურ გამოცემებში. არის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’’ უფროსი ანალიტიკოსი. 

თეიმურაზ ბაქრაძე

თეიმურაზ ბაქრაძე

პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

1972 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტის კვალიფიკაცია. 1981 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ღია ზღვის ცოცხალი რესურსების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა’’. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები აშშ-ს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო ცენტრებში. ასევე ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ავსტრიაში ზალცბურგის საერთაშორისო სამართლის ცენტრში, იაპონიის ოსაკის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი ანალიტიკური მასალა საერთაშორისო სამართალში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2013 წელს გამოსცა სამეცნიერო შედარებითი თარგმანი ,,შვეიცარიის კონსტიტუციის კომენტარები’’. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს პროკურატურის  საერთო ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, საგარეო ვაჭრობის ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს და ჟენევაში განთავსებულ გაეროს და სხვა ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სრულუფლებიანი დესპანი. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართალში.

ანა ჭიღიტაშვილი

ანა ჭიღიტაშვილი

პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით

1991 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია მოსკოვის შსს უმაღლესი სკოლის მიერ. 2000-2003 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინალისტიკისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის ასპირანტია. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ტერორიზმის თანამედროვეობის გლობალური პრობლემა’’. 1992-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს და უშიშროების სამინისტორებში სხვადასხვა თანამდებობებზე, პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს 1996 წლიდან საქართველოს უშიშროების აკადემიიდან, ხოლო 2006-2012 წლებში აგრძელებს  საქართველოს შსს აკადემიაში კრიმინალური პოლიციის ფაკულტეტის უფროსად. წოდებით არის პოლიციის პოლკოვნიკი. გავლილი აქვს სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიის  ,,ILEA’’ -ს სასწავლო კურსი და მრავალი  ტრენინგი ტერორიზმზე, ორგანიზებულ დანაშაულზე და სხვა. არის ოთხი მონოგრაფიისა და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ანა ჭიღიტაშვილი

თამარ ლალიაშვილი

პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით

2001-2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ქეთევან ბერეკაშვილი

ქეთევან ბერეკაშვილი

პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით

2009 – 20012წ. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. 2013 წლიდან არის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე. 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში. არის ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში. 2007 და 2016 წლებში ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მიერ ორგანიზებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. მოგებული აქვს რამდენიმე სახელმწიფო გრანტი სხვადასხვა სამართლებრივი პროექტების განსახორციელებლად. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ბაკურ ლილუაშვილი

ბაკურ ლილუაშვილი

ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით

ბაკურ ლილუაშვილმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი თემაზე: ,,უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში“. 2001- 2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2010-2014 წწ. არის ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორი. ამავე წლებში აკადემიური თანამდებობა ეკავა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2010 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის ავტორი.

შორენა გაბიჩვაძე

შორენა გაბიჩვაძე 

ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით

2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. ჩაბარებული აქვს პროკურატურისა და ადვოკატურის ტესტირებები. გავლილი აქვს საქართველოს პარლამენტის სასწავლო პრაქტიკა, ადამიანის უფლებების და პოლიციის, ასევე ELSA-ს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სემინარი. გავლილი აქვს გაეროს ბავშთა ფონდის სასწავლო სემინარი და მიღებული აქვს ტრენერის კვალიფიკაცია. 2012 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2002 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებში. მინიჭებული აქვს პოლიციის მაიორის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

ზურაბ ჭყონია

ზურაბ ჭყონია 

ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით

ზურაბ ჭყონიამ 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს საბანკო-საფინანსო და მენეჯმენტის, ასევე საავიაციო უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან არჩეულ იქნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე კერძო სამართლის სპეციალობით. ზურაბ ჭყონია არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და მონაწილობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. მუშაობს სადოქტორო თემაზე „სასამართლოს როლი სააღსრულებო წარმოებაში.“ 1992 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელმღვანელ თანამდებობებზე. 2001 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და არის „იურიდიული ფირმა ჭყონია და კომპანია“-ს მმართველი პარტნიორი. 2014 წლის აპრილიდან არჩეულ იქნა ა(ა)იპ ,,სამართლის მეცნიერთა კავშირი“-ს თავმჯდომარედ. 2012 წლიდან დააფუძნა „კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS.“ ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით. 2015 წლის მარტიდან არის ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართალი და მსოფლიო“-ს მთავარი რედაქტორი.

თათია დოლიძე

თათია დოლიძე 

ასისტენტ პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით

2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის, მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით. 2012 წელს წარმატებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა და მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო ნაშრომის თემა: ,,ბრალის გამომრიცხველ და შემამსუბუქებელ გარემოებათა სამართლებრივი დახასიათება და მათი მნიშვნელობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას.’’ 2005-2009 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის ვიცე პრეზიდენტი. 2007 წელს, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი, თბილისის სკოლებში. 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე. 2009-2012 წლებში იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტი და სამართლის პროგრამის კოორდინატორი. 2016 წლიდან არის იურიდიული კომპანია Financial and legal Consulting Group-ის იურიდიული სამსახურის უფროსი და შპს ზოდი პლიუსის მთავარი იურისტი. 2016 წლიდან ასევე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე საერთაშორისო ტრეინინგსა და კონფერენციაში. არის ათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების თანაავტორი.

ელენე კავთუაშვილი

ელენე კავთუაშვილი 

ასისტენტი სისხლის სამართლის მიმართულებით

2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2012 წელს დაამთავრა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, სისხლის სამართლის სპეციალობით. 2014 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, სისხლის სამართლის სპეციალობით.

2011 წელს გაიარა პრაქტიკა, ხოლო 2012-2013 წლებში სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2013 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2013-2014 წლებში იყო სტაჟიორ-პროკურორი ქ. თბილისის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურებში. 2015 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ „ცხოვრება და კანონის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი. 2015 წლიდან არის ევროპის სასწავლო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტი სისხლის სამართლის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრეინინგსა და კონფერენციაში. 2015 წელს დაიკავა პირველი ადგილი საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის პროექტ „მართლმსაჯულების გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში და ამავე წელს გაიმარჯვა საადვოკატო ბიურო “ОК & CG“- ის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ნაშრომების კონკურსში. არის თვრამეტამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ფიქრია  თორია

ფიქრია თორია 

პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით

1989 წელს დაამთავრა პიატიგორსკის ლინგვისტური უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2003 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ხედვის“ სემანტიკური ველი (ქართული და ინგლისური ენების მასალაზე) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2005 წლიდან არის ფილოლოგიის დოქტორი. 1990 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. გავლილი აქვს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამები და კურსები როგორც საქართველოში ასევე დიდ ბრიტანეთში. მონაწილეობს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში. კერძოდ, არის ლონდონის ერთერთ აკრედიტებულ კოლეჯის წარმომადგენელი, აგრეთვე თანამშრომლობს იტალიის ენების სკოლა NUOVA ARCADIAსთან. არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი.

ნანა ახობაძე

ნანა ახობაძე 

ასოცირებული პროფესორი პედაგოგიკის მიმართულებით

1990 წელს დაამთავრა დონეცკის უცხო ენების ინსტიტუტი, ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ინგლისური ენის წერის ინტერაქტიური სწავლება კომპიუტერის საშუალებით სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში და მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1991-1996წწ.მუშაობდა ქ.დონეცკის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე მასწავლებლად.

1996 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მიმართულებით. გავლილი აქვს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამები და კურსები როგორც საქართველოში ასევე დიდ ბრიტანეთში. მონაწილეობს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში. კერძოდ, არის ლონდონის ერთერთ აკრედიტებულ კოლეჯის წარმომადგენელი, აგრეთვე თანამშრომლობს იტალიის ენების სკოლა NUOVA ARCADIAსთან.

2005-2006 წელს ორი სადისერტაციო ნაშრომის ოპონენტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეობა აქვს მიღებული ვენისა და რომის საერთაშორისო კონფერენციაში.

არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი წიგნის ავტორი.

მადონა შელია

მადონა შელია 

პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით

1977 წელს წარჩინებით დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1982 წელს მ.ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1991 წელს სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1984 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005-2006 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 2008-2009 წლებში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისეტრაციო საბჭოს წევრი. 2011-2012 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის სადისერტაციო საბჭოს მოწვეული წევრი (ფილოლოგიის მიმართულებით). 2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციების ექსპერტი სადისეტრაციო საბჭოში. 2012 წლიდან დღემდე არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლის სადოქტორო დისერტაციების ექსპერტი სადისეტრაციო  საბჭოში. არის 30 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 წიგნის ავტორი.

თინათინ თურქია

თინათინ  თურქია 

ასოცირებული პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით

2003 წელს მოიპოვა ფილოლოგიის ბაკალავრის, ხოლო 2005 წელს ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წელს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთარგმნელობითი საქმის ბაკალავრის ხარისხი, ინგლისური და ნიდერლანდური ენების განხრით. 2013 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: ,,ადამიანის საცხოვრისის ამსახველი ლექსიკის პრაგმატიკული ანალიზი’’. სხვადასხვა დროს მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ინგლისური ენის ლექტორად. არის 34 სამცნიერო ნაშრომის ავტორი. მათი უმრავლესობა გამოქვეყნებულია საქართველოსა და უცხოეთის რეიტინგულ კრებულებსა და სამეცნიერო კონფერენციების მასალებში.

ირაკლი ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილი 

ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით

1978 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 2004 წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი თემაზე: ,,პიროვნების პრობლემა და შინაგანი დრო’’. 1992-1995 წლებში არის საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი. 1983-1990 წლებში ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. 1995-1999 წლებში ირჩევენ საქართველოს პარლამენტის წევრად და ხელმძღვანელობს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტს. საუნივერსიტეტო პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან. არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. აქვს სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის ოთხი მონოგრაფია. 

მაია მარღანია

მაია მარღანია 

პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით

1989 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „შეფასების კატეგორიის რეალიზაცია ბრიტანულ და ქართულ პრესაში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2006 წლიდან არის ფილოლოგიის დოქტორი. 1990 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. 2007 წლიდან არის სასწავლო უნივერსიტეტის რვალი, შემდგომ ექვთიმე თაყაიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი. რეფერირებადი სამეცნიერო შრომების კრებულის „მერმისი“ მთავარი რედაქტორი. 2010 წლიდან არის ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დ. გულიას ისტორიის, ენისა და კულტურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომების სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2008-2014 წლებში გავლილი აქვს ინგლისური ენის - Professional Comm unication, ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის Preparation for LCCI Exams, ხარისხის უზრუნველყოფის (EPPM) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო აკრედიტებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამები და კურსები. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოსა და უცხოეთის კრებულებში, ერთი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

რუსუდან გოგოხია

რუსუდან გოგოხია 

ასისტენტ პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2006 წელს დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის  პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურა. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე ,,უცხოური ენის დაუფლების ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებების კვლევა” და  მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2001-2010 წლებში გავლილი აქვს მასწავლებელთა დახელოვნებისა და ინგლისური ენის სხვადასხვა სასემინარო და ტრენინგ კურსები. 2000 წლიდან დღემდე ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა სკოლა-ლიცეუმ ,,ლამპარში’’, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში.

L M S