Geo Flag Eng Flag

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოადგენს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს როგორც საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას, ასევე დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ფაკულტეტის მიზანია უზრუნველყოს მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება, რაც გულისხმობს სტუდენტების შესაბამისი დარგის თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვას. ფაკულტეტი ზრუნავს ასევე გამოუმუშაოს სტუდენტს სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევები, რაც ასახვას ჰპოვებს სამართლის კლინიკებში სტუდენტთა აქტივობებში, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებში და საჯარო ლექციებზე სტუდენტთა მიერ გამართულ აქტივობებში.

ფაკულტეტს გააჩნია საერთაშორისო სამართლის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის და ინგლისური ფილოლოგიიის საბაკალავრო პროგრამები, სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე უცხოელთათვის მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლების ხარისხი გათვლილია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვეობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ფაკულტეტზე სწავლებას ახორციელებს პროფესიონალი პერსონალი, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგულ უნივერსიტეტებში. ისინი წარმოადგენენ როგორც სამართლის აღიარებულ მეცნიერ-მკვლევარებს, ასევე არიან კანონშემოქმედნი, პრაქტიკოსი იურისტები და აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის სამართლებრივი განვითარების პროცესში.

სამართლის ფაკულტეტს გააჩნია სათათბირო ორგანო - ფაკულტეტის საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის ყველა დარგობრივი აკადემიური პერსონალი. ფაკულტეტის საბჭო მონაწილეობას იღებს ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დეკანი, რომელიც წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში, კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას და პასუხისმგებელია ფაკულტეტზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ფაკულტეტთან არსებობს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სამეცნიერო - კვლევითი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება ემყარება აკადემიური და მოწვეული პერსონალის ნებაყოფლობით გაერთიანებას დარგობრივი სამეცნიერო კვლევების წარმართვის მიზნით. ფაკულტეტის როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე მოწვეული პერსონალი, უფლებამოსილნი არიან, გაერთიანდნენ ინსტიტუტის წევრებად, წარმოადგინონ პროექტები, მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

L M S