Geo Flag Eng Flag

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

იოსებ კელენჯერიძე

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე რომანისტიკის სპეციალობით. 2005-2007 წლებში სწავლა განაგრძო საფრანგეთში გრენობლის პიერ მენდეს ფრანსის უნივერსიტეტში საერთაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით. გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი სასწავლო კურსები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში სორბონის (ქ.პარიზი) და ჟან მონეს (ქ.რენი) უნივერსიტეტებში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში გავლილი აქვს პროფესიული წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2010 წლიდან კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო საჯარო სამართალში. არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორი (“Magna Cum Laude”). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები საერთაშორისო სამართალში, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

L M S